ინტოქსიკაცია

ინტოქსიკაცია
საერთოდ, სიტყვა ინტოქსიკაცია ალკოჰოლური სასმელებით გამოწვეულ თრობას ნიშნავს, მაგრამ სისხლის სამართალში იგი მთლიანად იმ ფსიქიკურ მდგომარეობას გამოხატავს, რომელშიც ადამიანი არა მარტო ალკოჰოლური სასმელების, არამედ ნარკოტიკების, ფსიქოტროპული და მსგავსი სხვა ნივთიერებების მოხმარების შედეგად აღმოჩნდება და რომლის დროსაც ფსიქიკური ან ფიზიკური კონტროლის დაკარგვას აქვს ადგილი. აშშ-ს მოდალური კოდექსის 2.08 მუხლის მიხედვით, მაინტოქსიფიცირებელი ნივთიერებების ორგანიზმში შეყვანის შედეგად ფსიქიკური და ფიზიკური ფუნქციების მოშლას ინტოქსიკაცია ეწოდება. ინტოქსიკაციის დროს არა მარტო დაქვეითებულია განსჯის უნარი, რაციონალური არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, არამედ ზემოქმედება ხდება ადამიანის ინტელექტზეც, აღქმაზე, აზრების სიცხადეზე, რეფლექსების კოორდინაციასა და კუნთოვანი ქსოვილის კონტროლზე. პირს, რომელიც ინტოქსიკაციის გავლენის ქვეშ მოქმედებს, შეიძლება არ ჰქონდეს „საერთო განზრახვის” (general intent) ფორმულირების უნარი და a fortiori, სპეციფიკური განზრახვა (specific intent). თუმცა, გონების ფუნქციონირების საიდუმლოებების ახსნა ან პირის ფსიქიკურ მდგომარეობაზე უცხო ნივთიერებებით გამოწვეული გარეგნული გავლენის შუქჩრდილების შეფასება იურიდიულ მეცნიერებათა ამოცანებში არ შედის. სისხლისსამართლებრივი პოლიტიკისთვის მთავარია შემდეგი: პირი, რომელიც თავისი ნებით ჩააყენებს თავს ისეთ მდგომარეობაში, რომ საკუთარ ქცევებზე კონტროლს კარგავს, პასუხს აგებს ამ დროს შესრულებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ყველა ქმედებისათვის. ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, თუ დავაკონკრეტებთ ერთი შეხედვით გაუგებარ ტერმინებს - სპეციფიკური განზრახვა, საერთო განზრახვა. ამისთვის ისევ ბლექის იურიდიულ ლექსიკონს მივმართავთ. (ამერიკულ სისხლის სამართალი)
Source: მჭედლიძე ნანა. ინტოქსიკაცია – სამართლებრივი დაცვის საშუალება ამერიკული სისხლის სამართლის მიხედვით წინააღმდეგ // ალმანახი №8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Смотреть что такое "ინტოქსიკაცია" в других словарях:

  • ქრონიკული ალკოჰოლიკი — ფსიქიკური ჯანმრთელობის, საჯარო ჯანმრთელობის სამსახურის აშშ ს ეროვნული ინსტიტუტის განმარტებით, ქრონიკული ალკოჰოლიკი არის პირი, რომელსაც სმისთვის თავის დანებება არ ძალუძს და რომლის ცხოვრების წესზეც სმა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გადაჭარბებული და …   Georgian encyclopedia

  • საერთო განზრახვა — პირის განზრახვა, ჩაიდინოს ის, რაც კანონით არის აკრძალული. ბრალდებისთვის არ არის აუცილებელი დაამტკიცოს, რომ პირი ზუსტად იმ ზიანის მიყენებასა და იმ კონკრეტული შედეგის დადგომას განიზრახავდა, რაც ქმედებას მოჰყვა. (ამერიკულ სისხლის სამართალი) Source:… …   Georgian encyclopedia

  • ნარკომანი — ნარკომანიით დაავადებული ადამიანი, რომელსაც აქვს ნარკოტიკის მიღების დაუძლეველი მოთხოვნილება, აღენიშნება პერიოდული ან ქრონიკული ინტოქსიკაცია (მოწამვლა) და იძულებულია გაზარდოს ნივთიერების დოზა ორგანიზმის მზარდი ტოლერანტობის (დოზისადმი შეჩვევის)… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»